ოფიციალური თბილისი და სეპარატისტული ცხინვალი ტყვეების საბოლოო გაცვლისთვის ემზადებიან. ამჟამად ცხინვალის ციხეში მხოლოდ სამი ქართველი და ერთი ეთნიკური ოსი რჩება, რომელთა გადმოცემასაც თბილისი მოითხოვს. მათ შორის, ერთ-ერთი ტყვე, ახალგორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პენსიონერი, 63 წლის ჯემალ მიდელაშვილია.
ოსებმა მიდელაშვილი ზუსტად ორი წლისა და ორი თვის უკან, 2009 წლის 21 ნოემბერს დაატყვევეს, როცა ოკუპირებულ ახალგორში საკუთარი სახლის მოსანახულებლად შევიდა. 2010 წლის აპრილიდან "ცხინვალის ციხეშია", "სამხრეთ ოსეთის პროქართული ადმინისტრაციის" ყოფილი ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი, მას 13 წლით "თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი".
ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით ბევრი პატიმარი უკვე განთავისუფლდა. მანვე თქვა, რომ მალე ეს პროცესი უფრო დეტალურ ხასიათს მიიღებს. და ის პატიმრები, რომლებიც ჯერ არიან გადმოცემულები, 24 იანვარს დვანის შეხვედრაზე, გადაეცემა ქართულ მხარესმანანა მებუკე
2011 წლის ივნისიდან, "საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის" კი, სეპარატისტულ ანკლავში სოფელ მერეთის ორი მკვიდრი 36 წლის შოთა მახარაშვილი და 26 წლის ოთარ ჯავახი იმყოფებიან ტყვეობაში. ამ ადამიანების გაცვლა იმ ოსი ეროვნების პატიმრებზე იგეგმება, რომლებიც ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხეებში ზიან.
ოსურმა მხარემ, 11-14 იანვარს, ბეთლემში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარე, ქართულ-ოსური საზოგადოებრივი დიალოგის - „თვალსაზრისის“, რიგით მეათე შეხვედრაზე, დაადასტურა რომ ტყვეების გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება. ამ შეხვედრის მონაწლე, საქართველოს ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარე მანანა მებუკე "ამერიკის ხმასთან" ამბობს:
„ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა - პატიმართა და ტყვეების თემა იყო, იმ ადამიანების თემა, რომლებიც ორივე მხარეს არიან დაკავებულები. ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით ბევრი უკვე განთავისუფლდა. მანვე თქვა, რომ მალე ეს პროცესი უფრო დეტალურ ხასიათს მიიღებს. და ის პატიმრები, რომლებიც ჯერ არიან გადმოცემულები, 24 იანვარს დვანის შეხვედრაზე, გადაეცემა ქართულ მხარეს და დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში.“
სეპარატისტულ ცხინვალსა და თბილისს შორის ტყვეები ბოლო დიდი გაცვლა, ზედ ახალი წლის წინ, 30 დეკემბერს დაიწყო. 12 ქართველი პატიმარი 13 ეთნიკურად ოს პატიმარზე გაიცვალა.
თბილისმა გაანთავისუფლა ორი პატიმარი ქალბატონი: ლეილა ხურიევა და ლალი დრიაევა, მათ 2007 წელს, შესაბამისად 8 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ასევე ჯამბულათ კოკაევი, იგი 13 წლიან სასჯელს იხდიდა და დავით ხაბალოვი.
ქართულმა მხარემ ასევე გაუშვა რუსეთის მოქალაქეები, დაღესტნელი და ყაბარდოელი მშენებლები, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.
თბილისს გადმოეცა 11 ქართველი და ერთი ოსი ეროვნების დატყვევებული მოქალაქე: ავთანდილ ხაჩიძე (დატყვევების დრო - 02/07/2010), ტყვიაველი ნიკოლოზ რაზმაძე (25/10/2010), კოდელი ემზარ სხირტლაძე (02/03/2011), ვასილ კობახიძე (19/03/2011), გიორგი აბრამიშვილი (03/03/2011), გურჯაანლები აკაკი კაკიაშვილი და ლაშა ბეპიევი, სპარტაკ ცაციაშვილი (12/09/2011), ვახტანგ მევაბიშვილი და ივანე აწკარუნაშვილი(19/11/2011).
9 იანვარს, "ცხინვალის ციხე" ოძისელებმა პაატა ჯავახიშვილმა და გიორგი გურგენიშვილმადატოვეს. ისინი 80 დღიან ტყვეობაში ე.წ "საოკუპაციო ხაზის დარვევისთვის" იყვნენ..
ქართული მხრიდან ტყვეთა გაცვლის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კურირებს. უტიაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ გარკვეული შეთანხმება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისფლებასთან მიღწეულია, თუმცა პრობლემა შეიძლება სეპარატისტულ ანკლავში არსებული სახელისუფლებო კრიზისი აღმოჩნდეს.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არიან პატიმრები ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც დაკავებულები არიან ისეთი დანაშაულისთვის, რომ მათი განთავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია.“შოთა უტიაშვილი, შსს
„გაცვლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით და ვერც რაიმე კონკრეტულ საიმედო ინფორმაციას. მოგეხსენებათ ცხინვალში გაუგებრობაა იმ კუთხით, რომ არ არის ხელისუფლება. კოკოითი წასულია. ახალი არ "აურჩევიათ". ასე, რომ ვინ რაზეა პასუხისმგებელი სრულიად გაუგებარია. სანამ არ დალაგდება იქ ვითარება, ძნელი იქნება ვიპოვოთ ადამიანი, ვისთანაც მოლაპარაკების წარმოება შეიძლება.
რამდენიმე ასეულიდან ეხლა მხოლოდ ოთხი ადამიანი რჩება ცხინვალის ციხეში. ძირითადად ე.წ „საზღვრის დარღვევის“ გამო. ჩვენს მხარეს, მოგეხსენებათ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენს, ამიტომ ქართულ მხარეს უკანონო გადმოკვეთის მუხლით არცერთი დაკავებული არ ჰყავს.
ისედაც, ცხინვალიდან გადმოსული დაკავებულები ძალიან ცოტაა, შეიძლება იყოს წელიწადში ერთი ან ორი კაცი. ეს არ არის საქმე, რომლის ყველა დეტალზე შეიძლება ისაუბრო, სამწუხაროდ, ასეთ კომპრომისებზე წასვლა გვიწევს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იმ ციხიდან უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გამოყვანაა.
ამასთან, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არიან პატიმრები ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც დაკავებულები არიან ისეთი დანაშაულისთვის, რომ მათი განთავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია.“
ნომერ პირველი პატიმარი, რომლის გაცვლასაც შინაგანს საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად არ თანხმდება სოფელ არცვევის მკვიდრი ნოდარ მარეკ დუდაევია. 2005 წელს, საქართველოს სასამართლომ დუდაევს მკვლელობის, ბანდიტიზმისა და გამოძალვისთვის 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისი ასევე არ აპირებს 2005 წელს გორის ტერაქტის გამო გასამართლებული ტერორისტების გია ზასიევის, იოსებ კოჩიევისა და გიგო ვალიშვილის (ვალიევის) გადაცემას, მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
მოსკოვისა და ცხინვალელი სეპარატისტების განცხადებით, ქართულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დუდაევს და ტერორისტებს სასჯელი მაინც შეუმცირდეთ.