ლოს ანჯელესში კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები ყოველწლიური "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე შეიკრიბნენ.
ყველაზე მეტი პრიზი ორმა ფილმმა-ფრანგულმა "არტისტი" და ამერიკულმა "მემკვიდრეები" მიიღეს. ფრანგულმა კინოსურათმა საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიის ჟანრში საუკეთესო ნამუშევრის ტიტული მოიპოვა, ასევე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზიორი (მიუზიკლსა ან კომედიურ ფილმში) გახდა ჟან დუჯარდინი და ამ ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთეზო მუსიკალური გაფორმებისვის.
"მემკვიდრეებმა" ორი უმაღლესი ჯილდო მიიღო-საუკეთესო დრამისა და საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისათვის, რომელიც ჯორჯ კლუნის გადაეცა.
ვეტერანი მსახიობი მერილ სტრიპი კი მის მიერ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის როლის განსახირებისთვის დაჯილდოვდა. მიშელ უილიამსმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ( კომედიასა და მიუზიკლის ჟანრი) საყოველთაო აღიარება დაიმსახურა ფილმში "ჩემი კვირა მერლინთან".