იუტას შტატის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად სოლტ ლეიკ სიტის შორიახლოს მდინარის პირას უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიის შევრონის კუთვნილი ნავთობსადენის დაზიანების შედეგად ნავთობი ჩაიღვარა. უკანასკნელი ინფორმაცის თანახმად სულ მცირე 400-დან 500 ბარელამდე ნავთობი ჩაიღვარა რედ ბათ კრიკის მდინარეში, სანამ ტექნიკოსთა ჯგუფმა მოახერხა ნავთობსადენის შეკეთება. მიმდინარეობს ნავთობსადენის დაზიანების მიზეზების მოკვლევა.
იუტას შტატში ნავთობის გაჟონვას ჰქონდა ადგილი
![იუტას შტატში ნავთობის გაჟონვას ჰქონდა ადგილი](https://gdb.voanews.com/b6e53c8a-78a2-453d-9964-489aafe23c1b_w250_r1_s.jpg)
პოპულარული
1