ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის არჩევნები


აჰმადენიჟადსა და აღმასრულებელ ლიდერს-აიათოლა ალი ხამეინის შორის ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოა.

ირანის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა აითოლა ხამეინის მეთაურობით, რელიგიური ლიდერების ფართო მხარდაჭერა აჩვენა. აჰმადინეჟადის კონსერვატიულმა ოპონენტებმა 290-ადგილიდან პარლამენტში მანდატების დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.

ექსპერტების თქმით, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადენიჟადსა და აღმასრულებელ ლიდერს-აიათოლა ალი ხამეინის შორის ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოა. პრეზიდენტმა ხამეინის უკმაყოფილება გამოიწვია, როცა მან მის მმართველობაში ჩაერია და მის ნაცვლად მთავრობის უმაღლესი პირები დანიშნა.

XS
SM
MD
LG