ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი კრიზისს ებრძვის


საბერძნეთმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ქვეყანაში უმკაცრესი ზომები გაატარა.

მარტის ბოლოს საბერძნეთი კერძო სექტორიდან დახმარებას მიიღებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დეფოლტისგან დაიხსნის.

ოფიციალური განცხადებით, საბერძნეთის ვალის სამ მეოთხედს ბანკების, საპენსიო ფონდების და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული თანხები შეადგენს. ამ ორგანიზაციებმა უკვე მოაწერს ხელი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი მთავრობას ამ თანხებს ჩამოაწერენ.

ათენს იმედი აქვს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების წყალობით, ქვეყანა ვალის 90 პროცენტს დაფარავს. დასავლელი ექსპერტებიც იმედოვნებენ, რომ საბერძნეთის მთავრობა კრედიტორებთან მოლაპარაკებებს დათქმული დროისთვის წარმატებით დაასრულებს.

საბერძნეთმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ქვეყანაში უმკაცრესი ზომები გაატარა. მთავრობამ ფედერალურ სამსახურებში სამუშაო ადგილები შეკვეცა და მოსახლეობას ხელფასები და პენსიები შეუმცირა.

XS
SM
MD
LG