რუსეთში კვირას ახალ პარლამენტს უყრიან კენჭს, რომელსაც ხალხი ხუმრობით დამტკიცების სამინისტროს ეძახის.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მმართველი პარტიის ყრილობაზე ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
მაგრამ ერთი კვირით ადრე, სპორტულ ღონისძიებაზე მისულ ყოფილ ძიუდოისტ, პუტინს ხალხი სტვენით შეეგება.
რუსეთში ზოგიერთებმა ეს პუტინის ერის დასასრულადაც კი აღიქვეს. კიდევ ერთი გაუგებრობა მოხდა, როდესაც ბატონი პუტინი პარლამენტში მივიდა და ოპოზიციის დეპუტატები მას ფეხზე ადგომით არ შეეგებნენ.
დუმის ყოფილი დეპუტატის ვლადიმერ რიჟკოვის განცხადებით, პუტინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია 4 დეკემბერი, როდესაც ხალხმა მას თავისი ერთგულება უნდა დაუმტკიცოს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მმართველი პარტია იმგვარი სარეკლამო რგოლებით იწონებს თავს,როდესაც მომხიბლავი ლამაზმანი საარჩევნო უბანზე პუტინის პარტიის მხარდასაჭერად ახალგაზრდა ყმაწვილს ეპატიჟება და ფარდაც ნელ-ნელა ეშვება.
მოკლედ რუსებისთვის ნათელია არჩევნებში მონაწილე 7 პარტიიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი.
ოპოზიციურ ვლადიმერ რიჟკოვის პარტიას საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მისი თქმით:
“ პუტინმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მსავსი სახელმწიფო შექმნა, სადაც ის თავის დროზე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. ამჟამად ჩინეთში ოფიციალურად 9 პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ არავინ მიიჩნევს ჩინეთს მრავალპარტიული დემოკრატიის სახელმწიფოდ.“
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსის“ წარმომადგენელი ლილია შიბანოვა აცხადებს: დღეს სამთავრობო მოხელეებს, უბრალო მასწავლებლებს, ექიმებს, სოციალურ მუშაკებს აიძულებენ ერთიანი რუსეთის პარტიას მისცენ ხმა.
სახელმწიფო მედია კი, ამგვარ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებს უწოდებს.
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტი დევიდ ჰოფმანი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში. მისი თქმით:
“ დემოკრატიას ჟანგბადივით სჭირდება ჯანსაღი კონკურენცია. ეს კი დღევანდელი რუსეთის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია.“