ბრიტანული კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის ინფორმაციით, მათ სპეციალური სარქველით ის მილი დაახშეს, საიდანაც ნავთობის გადინება გუშინდელი დღის მანძლზე მთლიანი წნევით მიდიოდა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემაკავებელი საშუალების მიერ გახეთქილი ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვის შეჩერება გუშინ გვიან ღამით აღდგა.
მანამდე, წყალქვეშა რობოტმა ნავთობის შემაკავებელი სისტემა შეარყია და ბიპი აიძულა ჭაბურღილისთვის საფარი მოეხსნა, რათა დაზიანება შეემოწმებინა. ჭაბურღილის ახლოს დამონტაჟებული ვიდეო კამერა მთელი გუშინდელი დღის მანძილზე აჩვენებდა თუ როგორ მიედინებოდა ნავთობის შავი ღრუბლები ჭაბურღილიდან ზღვაში.