ვენესუელის პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები კოლუმბიის საზღვართან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ბატონი ჩავესის განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე ვენესუელაზე თავდასხმას გეგმავს. ამაზე მეტყველებს კოლუმბიის ხელისუფლების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მემარცხენე აჯანყებულებისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ.
კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი თავისი წინამორბედის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.
აღსანიშნავია,რომ კოლუმბიელმა მემარცხენე მეამბოხეებმა ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.