გუშინ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლიდან აშკარად იკვეთება ის, რომ იაპონელ ამომრჩეველთა ორი მესამედი უარყოფით შეფასებას აძლევს იმას, თუ რა ზომებს მიმართა პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის მთავრობამ ბირთვული კრიზისის დროს. იქვე ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ ლიდერს ითხოვს ცუნამის მიერ მიყენებული ზარალის დაძლევასა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისათვის.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგნენ და კითხვებს უპასუხეს იმის თაობაზე თუ რა რეაქცია მოახდინეს მათ 11 მარტს მომხდარ მიწისძვრაზე, ცუნამიზე და ამის შედეგ მომხდარ კრიზისზე.
პოპულარული
1