ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფულადი გზავნილების მოცულობა 5,2 %-ით გაიზარდა


იანვარში ფულადმა გზავნილებმა უცხოეთიდან 84,5 მილიონი დოლარი შეადგინა,თებერვალში 96,4 მლნ.ამერიკული დოლარი.

პირველი ადგილი ჩარიცხვებში ტრადიციულად რუსეთს უკავია, საიდანაც მარტში თითქმის 60 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი - 12,3 მილიონი $, მესამეზე იტალია - 9,8 მილიონი $, შემდეგ მოდიან აშშ- 6,8 მლნ.$, უკრაინა -3,9 მლნ.$, თურქეთი -2,5 მლნ.$, ესპანეთი -2,7 მლნ.$, ინგლისი -1,4 მლნ.$, ისრაელი - 1,2 მლნ.$, გერმანია- 1,1 მლნ.$, ინდოეთი - 1,2 მლნ. $. სულ მიმდინარე მარტში ფულადი გზავნილების მოცულობამ 108 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 5,2 %-ით მეტია 2011 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვარში ფულადმა გზავნილებმა უცხოეთიდან 84,5 მილიონი დოლარი შეადგინა,თებერვალში 96,4 მლნ.ამერიკული დოლარი .

საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 500 ათას შეადგენს. საქართველოს ახალი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშილი მთავრობას უახლოეს სხდომაზე ახალ ინიციატივას შესთავაზებს, მინისტრი სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმების შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ ოჯახში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქონა არ უნდა იყოს სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი, ამის გამო მათ დახმარება არ უნდა შეუწყდეთ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კომპიუტერთან ერთად შეფასების სისტემიდან ტექნიკის კიდევ რამდენიმე სახეობა იქნება ამოღებული:

” ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ ოჯახში მაცივარი თუ იქნება ამ შემთხვევაში რა მოხდება, სარეცხი მანქანა თუ ექნებათ ამ შემთხვევაში რა მოხდება. ეს პრობლემები არის აბსოლუტურად ყველა რეგიონში, სადც მე დავდივარ."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი კრაწაშვილი ამბობს:

” სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დროს ივსება ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომელშიც მიეთითება ოჯახში არსებული და თავად ოჯახის წევრთა მიერ მიწოდებული სრული ინფორმაცია. განსაზღვრულია ფორმულა, რომელშიც უნდა ჩაისვას ოჯახის მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები, რაც საბოლოო ჯამში დაიანგარიშებს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სარეიტინგო ქულას. სარეიტინგო ქულის მინიჭების შემთხვევაში ოჯახი ხვდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში”.

ექსპერტი სოციალურ საკითხებში ოთარ ხუფენია აცხადებს, რომ ყველგან, სადაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანს სახელმწიფომ დახმარება უნდა უზრუნველყოს, ეს პროცესი ისაზღვრება ერთი კრიტერიუმით, ინდივიდის ან ოჯახის შემოსავლებით:

” ამის ნაცვლად ხელისუფლებამ მოიგონა ეს სისტემა, მატერიალურ-ნივთობრივი შეფასებებისა და ამის მიხედვით დადგენა ადამიანს შია თუ წყურია. საოცარი რამ მოვისმინეთ, რომ თუ ადამიანს ოჯახში აქვს კომპიუტერი, მაშინ ეს კომპიუტერი არ უნდა შევიდეს სიღარიბის ზღვრის ქულებში. ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს აღუდგება სიღარიბის შემწეობა. მეტიც, მე კარგად მახსოვს და თქვენი მსმენელისთვის გამიკეთებია კომენტარი, როცა კითხვარში ასეთი რამ ეწერა: ფარდა ანტიკვარული გაქვთ თუ დახეული? რამდენი დახარჯეთ წელს დასვენებისათვის? რამდენი დახარჯეთ ბინის რემონტისთვის? და კიდევ მრავალი ასეთი კურიოზი. ვაკეში მიდიოდა სოციალური აგენტი ადამიანის სიღარიბის ზღვრის განსაზღვრისთვის და კითხვარში ეწერა - რამდენი ბოცვერი გყავთ?!

ამიტომაც ვამბობდი და ვამბობ, რომ ასეთ სისტემებს არ აქვს არანაირი პერსპექტივა, მათ თვითგანვითარება არ შეუძლია, ეს პოტენციალი ამ მახინჯ სისტემაში არ დევს.”

XS
SM
MD
LG