ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგლისელთა მარცხი და რუსების ზეიმი


ინგლისელთა მარცხი და რუსების ზეიმი
ინგლისელთა მარცხი და რუსების ზეიმი

ინგლისელთა მარცხი და რუსების ზეიმი მსოფლიო ჩემპიონატის უახლესი მარშრუტი: ბრაზილია-რუსეთი-კატარი

გუშინ ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, ხოლო 2022 წელს კი საფეხბურთო გუნდებს და გულშემატკივრებს კატარი უმასპინძლებს.

„ქალბატონებო და ბატონებო, 2018 წელს ფიფას მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება რუსეთში,“- განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა სეპ ბლატერმა. უნდა ითქვას, რომ ეს ინგლისისთვის სასტიკი მარცხი გახლდათ. ალბიონელები იმედოვნებდნენ, რომ 1966 წლის შემდეგ ჩემპიონატის მასპინძლები უკვე მეორედ გახდებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატი არასდროს გამართულა, ისევე როგორც არცერთ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში. ინგლისის საფეხბურთო წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მათ დამარცხებას ხელი შეუწყო ინგლისის, როგორც საფეხბურთო დომინანტის სტატუსმა, თუმცა ზოგი არ გამორიცხავს რომ მედიის კრიტიკულმა აზრმაც ითამაშა თავისი როლი. 2018 წლის ჩემპიონატის პრეტენდენტები იყვნენ ასევე ესპანეთი-პორტუგალია და ნიდერლადები-ბელგია.

უნდა ითქვას, ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს გამართულა. 2022 წელს კი საფეხბურთო ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს. ამის შესახებაც თავად ფიფას თავკაცმა ბლატერმა განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის არჩევნებს თავად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ესწრებოდა, შეერთებულმა შტატებმა 2002 წლის მასპინძლის სტატუსი მაინც ვერ მოიპოვა. ამერიკის ფეხბურთის ფონდის პრეზიდენტმა ედ ფოსტერ სიმეონმა განაცხადა, რომ ეს ამერიკელებისთვის დიდი იმედგაცრუებაა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი განაცხადი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. 1994 წელს ჩატარებულმა თამაშებმა შეერთებულ შტატებში დიდი სარგებელი მოიტანა და ასევე იქნებოდა 2022 წელსაც. მართალია ეს გადაწყვეტილება ხელს არ გვაძლევს, თუმცა ჩვენ ამას პატივს ვცემთ,“ - განაცხადა ფოსტერ სიმეონმა.

შეერთებულ შტატებში კატარის ელჩი კი კი ფიქრობს, რომ ფიფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ალი ალ-ჰაჯრის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ხალხმა დაიმსახურა ამ შეჯიბრების მასპინძლობა. წელს მსოფლიო ჩემპიონატს აფრიკის კონტინენტმა კერძოდ კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უმასპინძლა. მომდევნო 2014 წლის საფეხბურთო ზეიმი კი ბრაზილიაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG