ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენეციის ფესტივალი ირანელი რეჟისორის გარეშე


ვენეციის ფესტივალი ირანელი რეჟისორის გარეშე
ვენეციის ფესტივალი ირანელი რეჟისორის გარეშე

ხელისუფლებამ ჯაფარ პანაჰს ფილმების გადაღება აუკრძალა

ვენეციაში 67-ე კინო ფესტივალი გაიხსნა. თუმცა, მას არ ესწრება ცნობილი ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აკორდიონი“. მისი ვენეციაში ჩასვლის მიზეზი კი ირანის ხელისუფლების ძალადობა გახდა. ვენეციაში წაიკითხეს მისი წერილი, სადაც პანაჰი ამბობს, რომ ირანის მთავრობის დავალებით მას წაართვეს პასპორტი და ხუთი წლის განმავლობაში აუკრძალეს ფილმების გადაღება. პანაჰის თქმით, როდესაც რეჟისორს ფილმის გადაღების უფლება არ აქვს, ეს პატიმრობის ტოლფასია.

XS
SM
MD
LG