ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს


თეთრი სახლი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს
თეთრი სახლი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს

თეთრი სახლის რწმუნებულმა ჯეი ქარნიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ მომენტში როდესაც ოსამა ბინ ლადენი დაიღუპა, იგი შეიარაღებული არ იყო.

ჯეი ქარნის თქმით ბინ ლადენმა წინააღმდეგობა ამერიკულ სპეც-დანიშნულების რაზმს მაინც გაუწია. როგორც მან თქვა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით არაა შესაძლებელი. ამაზე მას მეტი არაფერი უთქვამს. ქარნიმ აღნიშნა, რომ თავისა და გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი მეუღლე ფეხში დაიჭრა. ქარნიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ოდნავ მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას უჩვენონ თუ არა საზოგადოებრიობას ამ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული ვიზუალური მასალები. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ლეონ პანეტამ დახურული კარის მიღმა კონგრესმენებსა და სენატორებს ბრიფინგი ჩაუტარა ამ ოპერაციის ირგვლივ. ჟურნალ თაიმისადმი მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ აშშ-მ ამ ოპერაციის შესახებ ისლამაბადს არაფერი აცნობა იმის შიშით, რომ ეს ინფორმაცია პაკისტანის სახელისუფლო სტრუქტურიდან გაჟონავდა.

XS
SM
MD
LG