ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეჯებ ერდოღანი: „თურქეთი ლიბიას იარაღს არ მიუშვერს“


რეჯებ ერდოღანი: „თურქეთი ლიბიას იარაღს არ მიუშვერს“
რეჯებ ერდოღანი: „თურქეთი ლიბიას იარაღს არ მიუშვერს“

ანკარას მოტივაცია თუ უბრალოდ სარკოზი-ერდოღანის დაპირისპირება

ლიბიაში ნატოს ეგიდით დაწყებულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უარი თურქეთმაც განაცხადა. ოფიციალური ანკარას მიდგომას ლიბიის საკითხთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბულიდან არკვევდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ლიბიაში დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ოპერაცია გააკრიტიკა. მან ეჭვი გამოთქვა დასავლეთის მოტივაციის გამო, რომ ეს ჩარევა ჰუმანიტარული მიზნით არის განპირობებული.

„ეს ოპერაცია ლიბიის და სხვების მიერ აღიქმება, როგორც ნავთობზე და მოგებაზე ორიენტირებული ქმედება და ქვეყანაში დასავლეთის ინტერვენეცია. ხოლო ამ ვითარებაში თურქეთი ლიბიას იარაღს არ მიუშვერს,“ - განაცხადა ერდოღანმა.

მას შემდეგ, რაც ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, ერდოღანი საერთაშორისო ინტერვენციის წინააღმდეგ გამოვიდა. ის ასევე არ შეერთებია დასავლეთის ქვეყნების მოწოდებას კადაფის გადადგომასთან დაკავშირებით. თურქული ყოველდღიური გამოცემის „მილაიეთის“ კორესპონდენტის სემი იდიზის განცხადებით, ასეთი პოზიცია საკამოდ მომგებიანია თურქეთში, სადაც დასავლეთის სამხედრო ინტერვენციებს მუსულმანურ ქვეყნებში მკვეთრად ეწინააღმდეგებიან.

„ერდოღანი ცდილობს დააბალანსოს საზოგადოებრივი აზრი არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ასევე ცდილობს დააბალანსოს თურქეთის ვალდებულების სხვადასხვა ორგანიზაციების წინაშე, რომელთა წევრიც არის თურქეთი ან სურს რომ იყოს წევრი. თუმცა, გადამწყვეტი მომენტი იქნება, თუკი თურქეთი გამოვა და ნატოში ნათლად იტყვის თავის უარყოფით პოზიციას,“ - ამბობს იდიზი.

ბატონმა ერდოღანმა 22 მარტს პარლამენტში გამოსვლისას მიანიშნა, რომ თურქეთმა შესაძლოა გამოიყენოს ვეტოს უფლება, როგორც ნატოს წევრმა, რათა შეაჩეროს ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. მისი თქმით, ასეთი ოპერაციის ჩატარება მხოლოდ გაეროს შეუძლია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი სელიმ იენელი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც პარიზის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთი არ მიიწვია.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებულები და შეცბუნებულები დავრჩით. მე ვხვდები, ფრანგები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ხელს შევუშლიდით პროცესის გაგრძელებაში. ფრანგები ნატოს ფარგლებში ამ ოპერაციის დაგეგმვას ეწინააღმდეგებოდნენ და ჩვენ არ ვიცით რას აკეთებს კოალიცია. ჩვენ არ გაგვიყვია თავი მარყუჟში. ამიტომაც გვჯერა, რომ ნატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს იენელი.

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჩინგიზ აქთარი შიშობს, რომ ამგვარ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი და ღირებული დაიკარგება.

„ერდოღანის საქციელი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის საერთაშორისო ინტერვენცის წინააღმდეგია, რადგანაც გაბრაზებულია სარკოზიზე. ეს არ არის სერიოზული. საერთაშორისო ურთიერთობებში გაბრაზების ხარისხი სათვალვში არ მიიღება. აქ მთავარია ქვეყნის ინტერესი, უსაფრთხოება და ადამიანთა ყოფა,“ - აცხადებს აქთარი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარკოზი და ერდოღანი ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუმცა, ლიბიაში კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, შესაძლაო მათი შორის წინააღმდეგობა გაძლიერდეს.

XS
SM
MD
LG