ჩიკაგოში სამიტის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, გაძლიერებული უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. მათ ბრალად ტერორიზმის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა ედებათ ბრალად.
სამივე ოთხშაბათს დააკავეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებული ექვსი დემონსტრანტი უკვე გათავისუფლებულია. როგორ დაკავებულთა მხარდამჭერები აცხადებენ, საეჭვო მოწყობილობა არა ასაფეთქებელი ხელსაწყო, არამედ ლუდის გამოსახდელი აპარატი იყო.
კვირას ჩიკაგოში ნატოს სამიტზე 50 ქვეყნის წარმოადგენელი შეიკრიბება. ორდღიან შეხვედრაზე მონაწილეები ალიანსის სამომავლი გეგმებზე ისაუბრებენ.
ჩიკაგოს სამიტს პრეზიდენტი ობამა უმასპინძლებს. სამიტის დღის წესრიგში მთავარი თემა ავღანეთი იქნება.