შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო ავღანეთში მეომარი ამერიკელი ჯარისკაცები და განაცხადა, რომ თალიბებთან ომი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი.
ავღანეთის ბაგარმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბატონი ობამას მოულოდნელი ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა უთხრა კოალიციურ ძალებს, ავღანეთში 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ავღანეთში მხოლოდ 4 საათი გაგრძელდა.