ირანში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ აჰამადინეჟადის მოწინააღმდეგე კონსერვატორები სავარაუდოდ 290 წევრიან პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის პროვინციების მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ აჰმადინეჟადს ემხრობა, უზენაესი სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის მხარდმაჭერები ამ არჩევნებზე უფრო მეტი უპირატესობით დაფიქსირდნენ.
სავარაუდოდ, ირანის არჩევენები ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ბირთვულ პროგრამაზე ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს. თუმცა ახალ პარლამენტში ადგილების გადანაწილება, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტს ზურგს აუცილებლად გაუმაგრებს.