ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხამენეის ახალი განცხადება


ხამენეის ახალი განცხადება
ხამენეის ახალი განცხადება

აიათოლა ხამენეიმ განცხადება ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა.

ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ ირანი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციების და შეტევების საფრთხის საპასუხოდ იმოქმედებს. აიათოლა ხამენეიმ ეს განცხადება ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა,

გუშინ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭა სტატია, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა შიშობს, რომ ისრაელი ირანზე დარტყმას აპრილამდე განახორციელებს, რათა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა არ დაუშვას. სტატიაში არც პანეტას ციტატა და არც მის კომენტარი არ იყო მოყვანილი. ხამენეიმ დღეს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ სანქციები ვერ იქონიებს გავლენას ირანის მიზანზე, გააგრძელოს მუშაობა ბირთვულ პროგრამაზე.

XS
SM
MD
LG