ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში პრეზიდენტის პროექტს განიხილავენ


კონგრესში პრეზიდენტის პროექტს განიხილავენ
კონგრესში პრეზიდენტის პროექტს განიხილავენ

რესპუბლიკელთა საპასუხო გამოსვლაში სამხრეთ დაკოტელმა სენატორმა ჯონ თუნმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

პრეზიდენტი ობამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროექტს კენჭისყრაზე სამშაბათს დააყენებს.

დღეს დილით თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ათასობით მასწავლებელი, პოლიციელი და მშენებელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. გადასახადები შეუმცირდება მცირე ბიზნესებს და გაეზრდება მხოლოდ ამერიკელ მილიონრებს და მილიარდელებს.

ბატონი ობამას განცხადებით, 447 მილიარდიანი ეკონომიკური რეფორმის გეგმა საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რესპუბლიკელთა საპასუხო გამოსვლაში სამხრეთ დაკოტელმა სენატორმა ჯონ თუნმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის გეგმა საკუთარი სამსახურის გადარჩენის პროექტს უფრო ჰგავს, ვიდრე ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვას.

XS
SM
MD
LG