გუშინ, მას მერე, რაც ამერიკის მთავრობამ მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ელექტრო ფაილების გაზიარების ვებ სერვერი დაბლოკა, მუშაობა შეწყვიტა გამოძიების ფედერალური ბიუროს, ამერიკის იუსტიციის სამინისტროსა და გასართობი ინდუსტრიის რამდენიმე ვებ გვერდმა.
აღნიშნული საიტების გათიშვის ფაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, სახელწდებით „ანონიმი“, რომლის მონდომებით, აღნიშული ვებ გვერდები გუშინ რამდენიმე საათით გაითიშა.
გუშინვე, უფრო ადრე ამერიკის ფედერალურმა ხელისუფლებამ დაბლოკა ფაილების გაზიარების აღნიშნული სისტემა, სახელწოდებით „მეგაპლოდი“ და მისი დამფუძნებელი ანტი-მეკობრეობის კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.