ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური ანგარიში


პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური ანგარიში
პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური ანგარიში

რესპუბლიკელების ყოველკვირეულ გამოსვლაში კონგრესის წევრმა ქეითი მაკმორისმა პრეზიდენტი სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიების საზღვარგარეთის ქვეყნებზე ორიენტირებულმა ბიზნეს წარმოებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ამერიკის ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვია.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ კონგრესმა უნდა მოახდინოს საგადასახადო კოდექსის რეფორმა და შეუმსუბუქოს გადსასახადები იმ მწარმოებლებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ამერკაში ქმნიან.

პრეზიდენტის ყოველკვირეული გამოსვლა ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაციის, ბოინგის ქარხანაში ჩატარდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას შეაქო კომპანია ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკელების ყოველკვირეულ გამოსვლაში კონგრესის წევრმა ქეითი მაკმორისმა პრეზიდენტი სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ ამერიკის ეკონომიკა უახლოეს მომავალში საბერძნეთისას დაესმგავსება.

XS
SM
MD
LG