დღეს ჩიკაგოში ნატოს ორ დღიანი სამიტი დაიწყო, რომელსაც 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. სამიტი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გახსნა.
სავარაუდოდ, ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაცია სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ალიანსი 2014 წელს ავღანეთიდან 130 სამხედრო მომსახურე პერსონალის, მათ შორის, საბრძოლო დანაყოფების გამოყვანას გეგმავს, რის შემდეგად ქვეყნის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის არმიას დაეკისრება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს გეგმაში პაკისტანს უდიდესი ადგილი უკავია და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ხარდარი ჩიკაგოს სამიტზე მიიწვია.
ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის გაფართოებასთან დაკავშრირებით, მნიშვნელოვანი დისკუსიები არ გაიმართება.