ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოება და ყოველდღიურობა კონფლიქტის ზონაში


უსაფრთხოება და ყოველდღიურობა კონფლიქტის ზონაში
უსაფრთხოება და ყოველდღიურობა კონფლიქტის ზონაში

წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და ორგანიზაცია უსაფრთხო მსოფლიომ კირბალში არსებული სიტუაცია შეისწავლა და გორში, საზოგადოების წინაშე წარმოადგინა პროექტი, რომელიც ალტერნატიული ენერგიის წარმოების საშუალებებს იძლევა.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეგრეთ ოწდებული ადმინისტრაციული საზღვარი 68 კილომეტრ სიგრძეზე გასდევს შიდა ქართლის სოფლებს. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დასახლებულია, თუმცა, ადმინისტრაციული ცეტნრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობა, უსაფრთხოების არარსებობიდან გამომდინარე, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. სამი ზაფხულის მანიძლზე სარწყავი წყალის საკითხის მოუგვარებლობამ სოფლებიდან მიგრაციის გაზრდას შეუწყო ხელი. ზამთრის პირობებში ადგილობრივების მთავარი საზრუნავი კი გათბობასა და კვებით უზრუნველყოფას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გასათბობი შეშის მოპოვების აუცილებლობით. ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა სოფელ კირბალში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 2008 წლამდე სოფლის მცხოვრებლები გათბობისთვის საჭირო შეშას სოფლის ტყეში ჭირდნენ. ომის შემდეგ, ტერიტორიების ახლებური „გადანაწილება“ მოხდა და პირობითმა სასაზღვრო ხაზმა სწორედ ტყეზე გაიარა. „2011 წელს ცხინვალის მხარემ 68 ადამიანი დააკავა და აქედან 10 ამ სოფლის მკვიდრი იყო, რომლებიც შეშის მოპოვების მიზნით იმყოფებოდნენ ტყეში. წელს კი სულ 15 დააკავეს, აქედან შვიდია კირბალელი, ანალოგიური მიზეზით. მოსახლეობისაც მესმის, ძნელია მენტალურად იმის გაცნობიერება, რომ ტყეში, სადაც მთელი ცხოვრება უპრობლემოდ დადიოდნენ, ახლა შესვლა აღარ შეიძლება. ისიც ვიცი, რომ საკუთარი ხილის ბაღებიც გაჩეხეს შეშის მოპოვების გამო“– ამბობს შალვა ტრამაკიძე.

სოფელ კირბალის მცხოვრები გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება. ამ სოფელში არა მხოლოდ სათბობი რესურსების მოპოვების ადგილი, არამედ სასაფლაოც სახიფათო ზონაში მდებარეობს. „მოსახლეობას სხვა გზა, გარდა იმისა, რომ რისკზე წავიდეს და საშიშ ადგილებზე გადაადგილდეს, არა აქვს,“– ამბობს გიორგი პაპუაშვილი.

წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და ორგანიზაცია უსაფრთხო მსოფლიომ კირბალში არსებული სიტუაცია შეისწავლა და გორში, საზოგადოების წინაშე წარმოადგინა პროექტი, რომელიც ალტერნატიული ენერგიის წარმოების საშუალებებს იძლევა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ კი განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა იფიქროს მსგავსი პროექტების ხელშეწყობაზე. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. კირბალის მსგავს სიტუაციაშია ადმინსიტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების უმეტესობა. სოფელ დიცში მცხოვრები თამარ მძინარაშვილი ამბობს, რომ მიგრაცია სოფლებიდან შეუქცევად ხასიათს იღებს. მისი აზრით, მთავარი, რაც ამ მხრივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წაახალისონ, დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტებია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG