ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ძალადობა განახლდა


იემენში ძალადობა განახლდა
იემენში ძალადობა განახლდა

სალეჰის მომხრე ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციას.

თვითმხილველთა თქმით, იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის მომხრე ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციას, რომლებიც აპროტესტებდნენ ხელისუფლების გადაცემის გეგმას, რომლის თანახმადაც ალი აბდულა სალეჰს სასამართლო დევნისგან იმუნიტეტი დაიცავს.

შეტაკება დედაქალაქ სანააში მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა სალეჰმა და ოპოზიციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ძალაუფლება ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტ აბიდ რაბო მანსურ ჰადის გადაეცემა.

ასევე მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყანაში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. საუდის არაბეთის მეფე აბდულა იემენის ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება იემენელი ხალხის მოთხოვნების შესრულებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG