ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


სირიაში დაპირისპირება გრძელდება
სირიაში დაპირისპირება გრძელდება

სამხედრო დაპირისპირებას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მდებარე უდაბნოშიც ჰქონდა ადგილი.

სირიაში სამხედრო და სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება. მძიმე არტილერიით შეიარაღებულმა სამთავრობო ძალებმა ოპოზიციას ამჯერად ქვეყნის სამხრეთით მდებარე იორდანიის საზღვრის მახლობლად შეუტიეს.

აქტივისტების თქმით, სირიის არმიის მე-12 ბრიგადა ღამით ქალაქ ბუსრა ალ-ჰარირს დაესხა თავს. ბრიტანელი უფლებადამცველების განცხადებით, დღევანდელი შეტაკების დროს 3 სამხედრო მანქანა დაიწვა. ანალოგიური ბრძოლები სამხრეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, სამხედრო დაპირისპირებას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მდებარე უდაბნოშიც ჰქონდა ადგილი. შეტაკებისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ორი სამხედრო მანქანა დაიწვა.

ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დღეს გამოცხადებული საყოველთაო-სახალხო გაფიცვის აღკვეთასაც შეეცადა. თვითმხილველების განცხადებით, უშიშროების ძალები მეპატრონეებს აიძულებდნენ მაღაზიები გაეხსნათ და ამის გამო დამასკოში ახალი დაპატიმრებები მოხდა.

XS
SM
MD
LG