ფორმულა ერთის ავტორბოლა ბაჰრეინის დედაქალაქში დემონსტრაციების მიუხედავად, მაინც დაიწყო. ოპოზიცია ავტორბოლას სამეფო ოჯახის მიერ დადგმულ მდიდრულ სპექტაკლს უწოდებს და მისი გამართვის წინააღმდეგია.
რბოლის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ოპოზიციური დაჯგუფება „14 თებერვლის მოძრაობა“ სამ დღიან საპროტესტო აქციებს გეგმავს, რომელიც რბოლის პარალერულად გაიმართება.
მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ განაცხადა , რომ ის ფორმულა 1-ის შეჯიბრებს დაესწრება. მან ასევე პირობა დადო, რომ სამეფოში პოლიტიკური რეფორმების გატარებას დაიწყებს.