ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იწვევს მოზარდებში დეპრესიას?


ხელოვნების პროგრამებში ჩართულ მოზარდებს დეპრესიისა და სევდისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ სასწავლო დღის შემდეგ აქტივისტური საქმიანობა მოსწავლეებში მენტალურ პრობლემებს ან დეპრესიას იწვევს. სპეციალისტებმა დაკვირვება მოზარდებზე და მათ ემოციურ მდგომარეობაზე ჩაატარეს.

სხვა პროგრამებთან შედარებით, ხელოვნების პროგრამებში ჩართულ მოზარდებს დეპრესიისა და სევდისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ. თუმცა, ბოსტონის კოლეჯის მეცნიერების თქმით, არ არის აუცილებელი ახალგაზრდა კარგი მხატვარი იყოს და აუცილებლად დეპრესია ტანჯავდეს.

კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, ლაურა იანგის განმარტებით, ხელოვან ადამიანებს უფრო მეტი ინდივიდუალიზმი და წარმოსახვის უნარი აქვთ, რაც მათ მარტოობისკენ უბიძგებს და, შესაბამისად, სევდიანს და კარჩაკეტილს ხდის.
XS
SM
MD
LG