ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნები გაეროს ანტირუსული რეზოლუციის წინააღმდეგ


მიმდინარე კვირაში, გაერომ, ყირიმის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ყირიმიდან.

სომხეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ვენესუელა, სირია, ნიკარაგუა, ფილიპინები, მიანმარი, ლაოსი, ზიმბაბვე, სუდანი, ბრუნდი, ბელორუსი, ყირგიზეთი, სერბეთი, ჩინეთი, ირანი, კამბოჯა და თავად რუსეთი, - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

რეოზულციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული, რუსეთის, როგორც ოკუპანტი ძალის მიერ ანექსირებული ყირიმის "პროგრესული მილიტარიზაციის" გამო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეზოლუცია სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც საფრანგეთში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG