ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ დიდ ბრიტანეთში შეხვედრის ჩაშლაში


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს დიდი ბრიტანეთის ჩართულობით სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის დაბლოკვასთან დაკავშირებით. შეხვედრის, რომლის მიზანია დაასრულოს ქვეყნებს შორის სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

ორივე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და მონაწილეობას ღებულობენ ევროპული პოლიტიკური კავშირის სამიტში.

ჰიკმენტ ჰაჯიევი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველია, სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ამბობს, რომ სომხეთმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რომ ბრიტანეთის ჩართულობით ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს შეხვედროდა.

”ფაშინიანის უარს ლონდონში შეხვედრაზე, ჩვენ მივიჩნევთ როგორც მის განზრახვას, უკან დაიხიოს სამშვიდობო დღის წესრიგიდან“,- ამბობს სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ალიევის პოლიტიკური მრჩეველი.

მიმდინარე პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც წერია, რომ მათ აზერბაიჯანს დიდ ბრიტანეთში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ბაქომ მათი მიწვევა უგულებელყო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია.

ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბერლინში ამ წლის თებერვალში შეხვდნენ, სამშვიდობო მოლპარაკებებს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უძღვებოდა.

ერევანიც და ბაქოც საჯაროდ ამბობენ, რომ სურთ კონფლიქტის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც განსაზღვრავს ყარაბაღის საკითხს, თუმცა ამ დრომდე ისინი დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG