ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ნატოს?


ირაკლი ალასანიამ „ეურეიჟა ნეტის“ კითხვებს ჟურნალისტის თბილისში ვიზიტის დროს უპასუხა

ინტერნეტ-გამოცემა „ეურეიჟა ნეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ნატოს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის პარალელურად.

ბატონი ალასანია ამ ორ მიმართულებას ერთმანეთის შემავსებელ ძალისხმევად თვლის. ალასანიამ „ეურეიჟა ნეტის“ კითხვებს ჟურნალისტის თბილისში ვიზიტის დროს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი მთავრობა უფრო მიმზიდველია ნატოსთვის და ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება:

ალასანია, პირველ რიგში გამოყოფს საქართველოს პოლიტიკურ სიმწიფეს და რომ ქვეყანა, ახლა უფრო ნაკლები შანსია, რომ სამხედრო კონფლიქტში იქნება ჩათრეული. მეორე ფაქტორი, ალასანიას მოსაზრებით, არის ის გარემოება, რომ სამინისტრო რიგ შიდა რეფორმებს ატარებს გამჭვირვალობის და საზოგადოებისა თუ პარლამენტის ზედამხედველობის გაზრდის მიზნით. მესამე ფაქტორი, კი ბატონი ალასანიას აზრით, ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობებისთვის დროს იძლევა და ამ რეგიონებს საქართველოს უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს.

ალასანიას აზრით, მთავარი სწორედ ეს არის, როცა აფხაზები და ოსები დაფიქრდებიან და მიიღებენ იმ რეალობას, რომ საქართველოსთან ერთად ისინი ევროპაში შევლენ და რუსეთის დომინაციიდან გამოვლენ. საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კი ეს უნდა დაინახონ და შეაფასონ როგორც თბილისის მზაობა ალიანსში გასაწევრიანებლად-აცხადებს ირაკლი ალასანია.

ირაკლი ალასანიამ ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ჯოშუა კუჩერასთან ცოტა ხნის წინ ჩავერა.
XS
SM
MD
LG