ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული. დაღუპულები მეჩეთიდან ოთხი თალიბი მეამბოხის ცხედარის გამოსვენებას ცდილობდნენ, რომლებიც წინა ღამით ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციის დროს იქნენ ლიკვიდირებული.
ვარდაკის პროვინციის ოფიციალური პირების განცხადებით, სამოქალაქო პირები მეჩეთის დანგრევის გამო დაიღუპნენ. მისივე თქმით, სავარაუდოდ მეჩეთში ერთი მეამბოხეც იმყოფებოდა, რომელსაც შაჰიდის ქამარი ეკეთა. თუმცა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის რამ გამოიწვია აფეთქება.