ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობა ავღანეთში


შეიარაღებულმა პირმა ბრიტანელ სამხედროს ესროლა

შეიარაღებუილმა პირმა, რომელსაც ავღანეთის არმიის სამხედრო ფორმა ეცვა, კოალიციის სამხედრო მოსამსახურე მოკლა. ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჰელმანდის პროვინციაში მოკლული სამხედრო ბრიტანეთის სამხედრო ძალების მოსამსახურეა.

ამავდროულად, ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, კვირას მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 11 მშვოდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის დედა და ახალშობილი შვილი. პოლიციის განცხადებით, ოჯახი სამშობიაროდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მათი ავტომანქანა გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.
XS
SM
MD
LG