ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთში აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 40 და დაშავდა ათობით ადამიანი.
ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმა ფარიაბის პროვინციაში, მაიმანაში მოხდა. მეჩეთში შეკრებილი ადამიანიანები ისლამური დღესასწაული იიდ ალ ადჰას, იგივე ყურბან ბაირამის დაწყებას აღნიშნავდნენ. პოლიციის ინფორმაცით, დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია, დანარჩენები კი სამოქალქო პირები არიან, მათ შორის, ბავშვები.
აფეთქება პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის გამოსვლას დაემთხვა, რომელშიც ის მოსახლეობას ოთხ დღიანი დღესასწაულის დაწყებას ულოცავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას უკისრია.