დღეს, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარ თალიბების თავდასხმას სამთავრობო ძალებში 17 ადამიანის დაღუპვა და ბევრის დაჭრა მოჰყვა. შეტაკება თახარის პროვინციის მთიან რეგიონში მოხდა, სადაც თავდამსხმელებმა ავღანეთის არმიის ბაზას შეუტიეს.
თალიბანი აცხადებს, რომ მათ 30-მდე ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის ავღანელი ჯარისკაცები და პოლიციის თანამშრომლები არიან. “ამერიკის ხმასთან” საუბარში ადგილობრივმა გამგებელმა მოჰად ომარმა დაადასტურა, რომ მოულოდნელი თავდასხმა თალიბანის ეგრეთ წოდებულმა “წითელი არმიის” ჯგუფმა განახორციელა.
დღეს, აფეთქება მოხდა ქაბულშიც. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის გამოც, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა.
Facebook Forum