ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრძელებს


პარასკევს თალიბანმა გამოაცხადა, რომ ყატარში, შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის დროს, ორ მოწინააღმდეგეს შორის 18-წლიანი ავღანეთის ომის დასამთავრებელი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი განიხილეს.

მეამბოხე ჯგუფის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მისმა პოლიტიკურმა წარმომადგენლებმა, ხანმოკლე, ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება შემოიტანეს. მიზანი იყო, შეეწყვიტათ ბოლო დროს მომხდარი სისხლიანი ძალადობა, რომელიც ამერიკელ მომლაპარაკებლებთან მათი პირდაპირი დიალოგის დროს ხდებოდა.

თალიბანის მომლაპარაკებელი ჯგუფის პრეს-მდივანმა სუჰაილ შაჰინმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მხარეებმა „შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს“.

თალიბანის მიერ შეთავაზებულ შეზღუდულ ცეცხლის შეწყვეტაზე გავრცელებული ცნობების შესახებ, შაჰინმა კომენტარი არ გააკეთა. ასევე გაურკვეველია, თუ რამდენი ხნით შეამცირებენ მეამბოხეები ძალადობრივ ქმედებებს, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ ეს შესაძლოა 10 დღემდე გაგრძელდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG