ორშაბათს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ყველა უსაფრთხო თავშესაფარს მოსპობს.
ქაბულში გამართულ ქორწილში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 63 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 183 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" ავღანურმა ფილიალმა აიღო.
პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას თალიბანის დაჯგუფებაც უნდ გრძნობდეს, რადგან წლების განმავლობაში, მათმა ბარბაროსულმა შეტევებმა სკოლებზე, მეჩეთებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, „შექმნა პლატფორმა ტერორისტებისთვის“ ასეთი შეუბრალებელი შეტევების მოსაწყობად.
თალიბანმა დაგმო დაბომბვის აქტი და მათმა წარმომადგენელმა თქვა: „ასეთი ბარბაროსული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, აკრძალული და უსამართლოა“.
პრეზიდენტმა კი თქვა: „ჩვენ შურს ვიძიებთ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის ყველა წვეთის გამო.“ იმავე გამოსვლაში ღანიმ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმაროს ავღანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში.
Facebook Forum