ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა


ინტელექტუალური საკუთრება მიუთითებს ადამიანის გონებრივი შრომის შედეგად მიღებულ ნაშრომზე, იქნება ეს გამოგონება, ლიტერატურული თუ სამხატვრო ნაშრომი, სიმბოლო, დასახელება, იმიჯი და დიზაინი, რომელიც ვაჭრობის სფეროში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ამის გამოყენება მუსიკალურ პროდუქციაში, კინემატოგრაფიაში, ახალ ტექნოლოგიებსა თუ სამედიცინო წინსვლებში, ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა ხელს უწყობს იმას, რომ მსოფლიომ კვლავ გააგრძელოს ახალი ტექნოლოგიების, შემოქმედებით საქმიანოისა და ახალი სახის პროდუქციის შექმინის მიზნით დახარჯული დროით, რესურსითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით სარგებლობა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ასევე საჭიროა ღია და სამართლიანი კონკურენციის დასამყარებლად და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად.
მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში უამრავ მნიშვნელოვან სირთულეს ვაწყდებით. თეთრი სახლის კიბერ-სივრცის პოლიტიკის შეფასებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 2008 წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით გამოწვეულმა ზარალმა ერთი ტრილიონი დოლარი შეადგენა. რენდის კორპორაციის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მეკობრეობით დარღვევა ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკო-ტრაფიკინგთან და ტერორისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა არა მხოლოს ამერიკელ ინვესტორებს, მეცნიერებს, ხელოვნებსა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აყენებს ზარალს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში, ბატონმა რობერტ ჰორმაცმა განაცხადა:
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სურს ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად დადებითი პოლიტიკის გატარება. განვითარებულ ქვეყნებს საზღვარგარეთის ბაზრებზე შესვლის სამართლიანი კონკურენციის ქონა სურთ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შესატანად. მეორეს მხრივ, განვითარებად ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი სავაჭრო მარკები და შემოქმედებითი პროცუქციის სახეობები.“
ბატონი ჰორმაცის თქმით, „ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც ჩინეთია, ინტელექტუალური საკუტრების დასაცავად უფრო ეფექტური და ყოვლისმომცველი ზომების დაგეგმვის მზარდი ინტერესი აქვს. ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების უფრო მკაცრი დაცვა სჭირდება, როგორც უცხოური, ასევე საკუთარი კომპანიების ხელშესაწყობად. ანუ ჩინელები უცხოურ კომპანიებს ისე უნდა მოექცნენ, როგორი დამოკიდებულებაც საზღვარგარეთ ჩინური კომპანიების მიმართ უნდათ რომ არსებობდეს.“
პირველად ისტორიაში უფრო და უფრო მეტი ქვეყანა უერთდება თანამშრომლობის მცდელობას. კომპანიები გლობალური „ინოვატორული ქსელები“ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფირმებთან, მომხმარებლებთან, მომმარაგებლებთან, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო უწყენებთან მთელს მსოფლიოში თანამშრომლობენ. დღეს არსებული მრავალი სახის პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში ან კომპანიაში არსებულ ტექნოლოგიებს აერთიანებს. ამ სახის პროდუქცია ძალიან იშვიათად ეკუთვნის ერთი ქვეყნის ან ერთი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. მაგრამ, როგორც ბატონმა ჰორმაცმა განაცხადა, „ის ქვეყნები, რომლებიც არ იცავენ ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს, აღმოაჩენენ, რომ აღნიშნული გლობალური პარტნიორობიდან იზოლირებული დარჩებიან.“
ხალხი ყველგან არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვით დაინტერესებული. შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

XS
SM
MD
LG