<!-- IMAGE -->
ამერიკულ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ხომალდ “დისკავერის“ ანტენა დაუზიანდა. ხომალდი უკვე მეორე დღეა რაც დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ფრენის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში გამოვლინდა, რომ თეფშისებრი ანტენა, რომელიც ხომალდსა და დედამიწას შორის ვრცელი ინფორმაციის გაცვლას ახორციელებს არ მუშაობს. ამიტომაც პირდაპირი ჩართვის მაგივრად, ეკიპაჟის წევრებს საერთაშორისო კოსმოსურ ცენტრთან მიახლოვების შემდეგ, ყველაფრის ჯერ ვიდეოკამერაზე გადაღება და შემდეგ დედამიწაზე გადაცემა მოუწევთ.