<!-- IMAGE -->
რუსეთის კოსმოსური ხომალდი "სოიუზი" წარმატებით შეუკავშირდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. "სოიუზმა" სადგურზე 3 ახალი ეკიპაჟის წევრი ჩაიყვანა.
ხომალდმა სტარტი ყაზახეთიდან პარასკევს აიღო და სადგურს კვირას დილას შეუერთდა. ხომალდმა სააერთაშორისო სადგურზე რუსი კოსმონავტები ალექსანდრე სკვარცოვი და მიხეილ კორნიენკო ჩიყვანა , ეკიპაჟის მესამე წევრი ამერიკელი ასტრონავტი ტრეისი კალდველ დაისონია.
კოსმოსურ სადგურზე მათ რუსი, ამერიკელი და იაპონელი ეკიპაჟის წევრები დახვდნენ.