ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად დააკავეს გემის გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები


რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა დააკავა რვა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სატვირთო გემის გატაცებაში. გემი გაუჩინარდა გასულ თვეში ლა-მანშის დატოვებას შემდეგ. დღეს, რუსული საინფორმაციო წყაროები ანატოლი სერდიუკოვის ციტირებას ახდენენ, რომელიც ამბობს, რომ „არკტიკ სი-ს“ გატაცებაში ეჭვმიტანილებს შორის არიან რუსეთის, ესტონეთისა და ლატვიის მოქალაქეები. ორშაბათს, სერდიუკოვმა თქვა, რომ გემი მწვანე კონცხის რესპუბლიკის სანაპიროებთან იპოვეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 კაციანი ეკიპაჟიდან ყველა ცოცხალია და გადაყვანილია რუსეთის საღზვაო ფლოტის ხომალდზე. მან ასევე განაცხადა, რომ ეკიპაჟი არ იმყოფებოდა შეიარაღებული კონტროლის ქვეშ გემის აღმოჩენის მომენტში.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბრძანება გასცა, რომ სამხედროებს ყველა შესაძლო ღონე ეხმარათ მალტაში რეგისტრირებული გემის საპოვნელად.

განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც 4 აგვისტოს, როგორც გეგმის მიხედვით იყო მოსალოდნელი, გემი არ შევიდა ალჟირის პორტ ბეჯაიაში.

XS
SM
MD
LG