ჩინეთმა ტიბეტში ბატონყმობის გაუქმების დღესასწაული იზეიმა. ასე აღნიშნავს პეკინი 50 წლის წინათ ტიბეტში ფეოდალური სისტემის განადგურებას.
ტიბეტის დედაქალაქ ლხასაში პოტალას სასახლის წინ ჩინეთის დროშა აღმართეს. მოედანზე შეკრებილ მიტინგზე კი ხალხი პეკინის მთავრობას ადიდებდა და გმობდა ტიბეტის სულიერი ლიდერის დალაი ლამას მოღვაწეობას.
დალაი ლამამ 1959 წელს დატოვა ტიბეტი მას შემდეგ რაც წარუმატებლად დამთავრდა ჩინეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება. დალაი ლამა ამტკიცებს რომ ჩინეთმა 50 წლის განმავლობაში ასი ათასობით ტიბეტელი გამოასალმა სიცოცხლეს და ამ ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქცია.