აშშ-ის მთავრობა უზბეკეთთან ერთად ცდილობს გარემოს დაცვის ირგვლივ შექმნილი პრობლემების გადაჭრას, მათ შორის ნაგვის გადამუშავების , წყლის გამოყენებისა და მრავალი სხვა საკითხების განხილვას. ტაშკენტში არსებული ამერიკის საელჩო უზბეკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს რამოდენიმე პროგრამას. ამ პროგრამების მთავარი მიზანია მოსახლეობისთვის გარემოს დაცვის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. არსამთავრობო ორანიზაციები უზბეკეთის განთლების სამინისტროსთან და გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად მოსახლეობას ანათლებენ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორების განცხადებით მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელი პირობაა უზბეკეთში არსებული გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად. პირველ რიგში აუცილებელია ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება“ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ლოგოს დირექტორი და აგრეთვე ტაშკენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი საიდრასულ სანგინოვი. ლოგოსი გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაა რომელიც 2001 წელს დაარსდა,ფინანსური მხარდაჭერა ამ ორგანიზაციას აშშ ის მთავრობისგან აქვს. პროგრამა კი
რომეცლსაც ეს ორგანიზაცია კურირებს ე.წ. გარემოს დაცვის ჟურნალისტიკას უწყობს ხელს. ჩვენი მისია არის ურათიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება ჟურნალისტებთან. ყოველ წელს ლოგოსი აწყობს კონკურსს გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის. კონკურსი მთელი შუა აზიის მასშტაბით ტარდება. -სერგეი შავლევი დოკუმენტური ფილმისთვის „ მარტოდ ბუნებასთან“ შარშანდელი კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მოთხრობილია აიდაკულ არნასაის ტბის სისტემის შესახებ. კიდევ ერტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხების ირგვლივ პროგრმებს ახორციელებს არის ეკო მაკტაბი ანუ ეკო სკოლა. რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს , სკოლაში ისწავლება გარემოს დაცვის პრობლემები.ტაშკენტში ბაზირებული ეს სკოლა 30-მდე ახალგაზრდას ასწავლის გარემოს დაცვის ჟურნალისტიკის ძირეულ საკითხებს . შემდეგ ცოდნას ისინი თავის ჯგუფელებს უზიარებენ. ეკო მაკტაბი განსაკუთრებული ხედვის სტატიებს ავრცელებს ისეთ ახალგაზრდულ გაზეთებში როგორიცაა კლასი და უზბეკეთის ახალგაზრდები.
აშშ-ის მიერ მხარედაჭერილ პროგრამებს მიეკუთვნება აგრთვე წყლის მარგის სწორად გამოყენბის ტრეინინგები. გარემოს დაცვის საკითხი ერთ-ერთი მრავლთაგანია რაზეც აშშ-ი და უზბეკეთის მთავრობა და არასამთავრობო ორგამიზაციები ერთიანი ძალით მუშაობენ საერთო მიზნების მისაღწევად.