25 წლის წინათ შეერთებულ შტატებში ახალი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით შეზღუდული იმუნო დეფიციტის სინდრომის სახელით გახდა ცნობილი. გაეროს მონაცემებით ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული ვირუსით 65 მილიონი ადამიანი დაავადდა მთელს მსოფლიოში, რომელთაგან 25 მილიონი გარდაიცვალა.
მარტო შარშან შიდსის ვირუსმა 4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 მილიონი კი ამ ვირუსით ინფიცირებულთა უზარმაზარ არმიას შეუერთდა, რომელიც 38 მილიონს აღწევს. სამწუხაროდ დღემდე არ არის შექმნილი შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
13-დან 18 აგვისტომდე კანადის ქალაქ ტორონტოში შიდსის პრობლემებისადმი მიძღვნილი მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში აფრიკის კონტინენტზე შექმნილ უმძიმეს სიტუაციაზე გესაუბრებით სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის მაგალითზე.
ამ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ ორჯერ უფრო მეტი ქალია შიდსის ვირუსით ინფიცირებული ვიდრე მამაკაცი.
სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით 15-დან 49 წლამდე ასაკის ქალების 6% შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული, როდესაც დაავადებულ მამაკაცთა რიცხვი მხოლოდ 3% აღწევს.
38 წლის ნათინინ ქუატარას მობილურ ტელეფონზე სპეციალური მაღვიძარა აქვს დაყენებული რომელიც მას დღეში სამჯერ შიდსის ვირუსი საწინააღმდეგო წამლის მიღების აუცილებლობას შეახსენებს.
ის ქმართან გაშორების შემდეგ, 1998 წელს დაავადდა შიდსის ვირუსით და თავიდან არც უნდოდა ამის დაჯერება სანამ ექიმმა 6 საათიანი გასაუბრების შემდეგ არ დაარწმუნა წამლების მიღების აუცილებლობაში.
შიდსის ვირუსის პრობლემებზე მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის პენდა ტოურის განცახდებით:” სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში ქალი სოციალურად და ეკონომიკურად იმდენად დაუცველ და უუფლებო მდგომარეობაში იმყოფება რომ თითმის ვერაფერზე ეუბნება უარს მამაკაცს. რომელიც ხშირად სექსის დროს უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნებს უგულვებელყოფს.” ქალბატონი პენდას აზრით ამაში ადგილობრივი წესჩვეულებებიც გარკვეულ როლს თამაშობენ.
გარდა ამისა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სინამდვილეში გაცილებით უფრო მეტი მამაკაცია შიდსის ვირუსით ინფიცირებული ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადასტურებული და აღრიცხული სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში. თუმცა ისიც უდავო ფაქტია რომ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა 60% სუსტი სქსის წარმომადგენელია.
ასე რომ ეს პრობლემა დღემდე შავი კონტინენტის უმთავრეს თავსატეხად რჩება, რომელსაც ვერაფერი უშველა თანამედროვე მედიცინამ.