ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი გამოკვლევები:იოგურტი და შიდსი


იოგურტი და შიდსი ამერიკელი მეცნიერების უახლესი გამკვლევების მიხედვით ჩვეულებრივ მაწონს შესაძლოა შეზღუდული იმუნოდეფიციტის სინდრომის საწინააღმდეგო თვისებები აღმოაჩნდეს. მაწონს ისედაც უამრავი სამკურნალო თვისებები აქვს, მაგრამ შეერთებული შტატების ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაწონში ერთგვარი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელსაც შიდსის ვირუსთან ბრძოლის უნარი გააჩნია.

პროფესორ ბარათ რამრათნანის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა აღნიშნული ბაქტერიის მოდიფიცირების საშუალებით სპეციალური პროტეინი სინოვირინი მიიღეს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან და სხვადასხვა მიკროორგანიზმებისგან იცავს.

აღნიშნული პროტეინი ბაქტერიების, ვირუსების და სოკოვანი ინფექციებისადმი ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს. ბიოინჟინეერიის საშუალებით შექმნილი მაწონის ბაქტერიის გამოყენება შესაძლებელი იქნება სახვადასხვა საპნების, მაზების და სანთლების შემადგენლობაში, რაც უსაფრთხო სექსის ერთ-ერთი კომპონენტი გახდება და გამორიცხავს შიდსის ვირუსით ინფიცირების ალბათობას.

როგორც შეერთებული შტატების ინფექციური ინსტიტუტეს მიკრობიოლოგი ჯიმ ტურპინი აცხადებს: ამ საქმეში ყველაზე დიდ სირთულეს ბაქტერიის მედიკამენტად ტრანსფორმაციის პროცესი წარმოადგენს, რადგან სიანოვირინი ცვალებადობით ხასიათდება და მისი ეფექტურობა შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს. ც.დ. ამერიკელი მეცნიერის აზრით აღნიშნული პრეპარატი ზედგამოჭრილი იქნება იმ ოჯახებისათვის, სადაც მხოლოდ ერთ- ერთი მეუღლეა შიდის ვირუსით ინფიცირებული. ჯიმ ტურპინის განცხადებით: აღნიშნული მედიკამენტის შექმნის პროცესი შესაძლოა 5 წელი გაგრძელდეს, შეიძლება ამ საქმეს ათი წელი დასჭირდეს, ან სულაც მიუღწეველი აღმოჩნდეს მეცნიერებისათვის ამგვარი პრეპარატის მიღება, მაგრამ ბაქტერიებში ამ პროტეინების გამოყოფა უკვე შესაძლებელია, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად შევამციროთ შიდსის ვირუსის ერთი ადამიანისგან მეორეზე გადადების რისკი.

ამერიკელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბიოიჟინერიის დახმარებით მაწვნისგან შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების დამზადება სავსებით რეალური ამბავია და ზაფხულიდან უკვე დაიწყება ცხოველებზე ამ პრეპარატის გამოცდები.

XS
SM
MD
LG