შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ რუსეთის აგენტობაში ბრალდებულ მარია ბუტინას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სასამართლოზე მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც პროკურატურა ბუტინას რუსეთთან კავშირებს ადასტურებს.
მოსამართლემ ბუტინას გირაოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბუტინა შესაძლოა სასამართლო მოსმენებამდე გაუჩინარებულიყო.
29 წლის ბუტინა ცნობილი რუსი მაღალჩინოსნის ასისტენტი იყო, ჯაშუშობას ის არ აღიარებს.
ბრალდების მიხედვით, ის წლების განმავლობაში ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად მუშაობდა და საამისოდ, კავშირებს ამყარებდა გავლენიან რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.
ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Facebook Forum