ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი წითელ მოედანზე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს 


რუსეთში წითელ მოედანზე და მიმდებარე პერიმეტრზე ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ინფორმაცია მოსალოდნელი აკრძალვების შესახებ უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ვებგვერდზე.

ფედერალური დაცვის სამსახური, რომელიც მაღალი რანგის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი მოითხოვს, რომ წითელ მოედანზე ველოსიპედების, სკუტერების და ელექტრო საშუალებებით გადაადგილება აიკრძალოს. ინფორმაციაში წერია, რომ ამ აკრძალვების შემოღება ტერიტორიას უფრო უსაფრთხოს გახდის.

რუსეთში ბოლო წლის განმავლობაში ელექტრო სკუტერები ძალიან პოპულარულია, რის გამოც მთელ რიგ ქალაქებში ახალი შეზღუდვების დაწესება და მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრა მოხდა.

პოპულარულია ველოსიპედი, მას შემდეგ რაც მოსკოვში ველობილიკების მოწყობა დაიწყო. როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG