ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წუხელ ღამით უკრაინამ რუსეთის ნასროლი 65 დრონი ჩამოაგდო


28 ოქტომბერს გამთენიისას რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, ადგილობრივი უწყებების ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე 8 ადამიანი დაშავდა, კერძო ბიზნესებს ცეცხლი გაუჩნდა და კერძო სახლები დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ამავე პერიოდში ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გასროლილი 65 დრონი, 28 დამატებით გაშვებულმა საჰაერო რაკეტამ კი ვერ მიაღწია დანიშნულების ობიექტს.

გუბერნატორ ოლეჰ სინიეჰუბოვის განცხადებით, ხარკივის ოლქში დრონების ნამსხვრევებით 2 ხანშიშესული ადამიანის დაშავება გამოიწვია.

იმავე ღამეს, რუსეთმა დრონები გაუშვა ოდესის და კიევის მიმართულებით. ოდესაში 4 ადამიანი და საცხოვრებელი კომპლექსები დაზიანდა. კიევში კი 30 ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის მანქანების მუზეუმში.

XS
SM
MD
LG