ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს მოსამართლეს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა


დღეს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ფარგლებში სანქციები შეუფარდა მოსკოველ მოსამართლე ოლესია მენდელეევას. მოსამართლემ უფლებადამცველსა და მოსკოვის საბჭოს წევრ ალექსეი გორინოვს უსამართლოდ მიუსაჯა პატიმრობა. კონკრეტულად კი მენდელეევამ 2022 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გორინოვს, რომელმაც ციხეში ფიზიკური ტრავმა და უარი მიიღო მედიკამენტოზურ დახმარებაზე.

“ვდგავართ რუსი ხალხის გვერდით, რომელზეც უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოხატვისთვის, რუსეთში მთავრობის წევრები ძალადობენ, აშინებენ, აკავებენ, და სამაგიეროს გადახდით ემუქრებიან. მოვუწოდებთ გორინოვისა და ყველა უკანონოდ დაკავებულის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG