სამშაბათს, 29 ოქტომბერს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში, უკრაინის ორ უდიდეს ქალაქზე რუსეთის თავდასხმების ტალღამ, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
რუსული ძალები უკრაინის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველ ღამით თავს ესხმის. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსების მიერ გაშვებული 48 დრონიდან 26 ჩამოაგდო.
კიევის მერის ცნობით, განადგურებული რუსული დრონის ნამსხვრევების გამო, ექვსი ადამიანი დააშავდა და საცხოვრებელ შენობაში ცეცხლი გააჩნდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი რამდენიმე ავტომანქანასაც მოედო.
კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სამხრეთის ქალაქ ხერსონის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა.
ხარკივში რუსულმა მართულმა ბომბმა „დერჟპრომის“ შენობის დიდი ნაწილიც დაანგრია. შენობა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილების „სავარაუდო კანდიდატთა“ სიაშია შეყვანილი. შენობა 1928 წელს აღიმართა, როდესაც ხარკივი საბჭოთა უკრაინის დედაქალაქი იყო.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგმო თავდასხმა შენობაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდის კონსტრუქტივიზმის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია და ცნობილია, როგორც საბჭოთა კავშირის პირველი ცათამბჯენი.
რუსეთს თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი უარყოფს, რომ მისი სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობაა.
ომმა უკვე ათასობით ადამიანი, დიდწილად უკრაინელები იმსხვერპლა. ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებად აქცია.