ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ელჩი: "დარჩით ევროკავშირის გზაზე!"


საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოუწოდებს, დარჩეს ევროკავშირის გზაზე.

"საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე, იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის, საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.

ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის, ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. "ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე", - აცხადებს ჰერჩინსკი.

XS
SM
MD
LG